ინგლისური ენის შესწავლა მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის მოქალაქეებისათვის გარდაუვალი გამოწვევაა ბევრი მიზეზის გამო. ამ ენაზე დღეს 500 მილიონამდე ადგილობრივი თუ უცხოელი საუბრობს; წამყვანი მედია საშუალებები ინგლისურ ენაზე გადმოსცემენ უახლეს ამბებს; მსოფლიო ბიზნესის 62% პროცენტიინგლისური ენის საშუალებით იმართება; გლობალური ონლაინ ენციკლოპედია ყველაზე მეტ 4, 171, 647 სტატიას ინგლისურ ენაზე აქვეყნებს და კიდევ ბევრი სტატისტიკური მონაცემის მოყვანა შეიძლება იმის დასამტკიცებლად, თუ რატომ არის საჭირო, პირველ რიგში, სწორედ ამ ენის ათვისება.
ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. ინგლისური ენის ცოდნა მოთხოვნაა ყველგან, განსაკუთრებით სასურველ სამსახურში. მეორე მხრივ, გასაკვირი აღარ არის თუ ვიტყვით რომ მილიონობით ადამიანი სამართლიანად ფიქრობს და ეძებს იმ გზებს, როგორ შეძლოს ინგლისური ენის შესწავლა გაცილებით მოკლე დროში, იმიტომ რომ დრო არ იცდის, იმიტომ რომ სამყარო ამ ენაზე საუბრობს და მისი არცოდნა გლობალური მოვლენებიდან გამოთიშვის ტოლფასია.
ზემოთ აღნიშნული მოთხოვნა, რომელსაც მოსახლეობა უცხო ენების სასწავლო ცენტრებს უყენებს, ვფიქრობთ, ლოგიკურია. თუმცა აქ არსებობს ერთი ‘მაგრამ’.
საქართველო დღესდღეობით ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრების რაოდენობას ნამდვილად არ უჩივის, შესაბამისად, მომხმარებელს დიდი არჩევანი აქვს..? ამ კითხვაზე პასუხი ალბათ უფრო სუბიექტურია ვიდრე ობიექტური, მაგრამ ეს თემა იქით იყოს.
ძალიან მომრავლდა იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც პირდაპირ გვეკითხება „რამდენ ხანში ვისწავლი ინგლისურს?“ და რიგ შემთხვევაში, გულახდილად ამბობენ, რომ საბოლოო არჩევანს იმ ცენტრზე შეაჩერებენ ვინც ყველაზე ნაკლებ დროს შესთავაზებს კონკრეტული დონის დასამთავრებლად.
ამ შეკითხვის რიცხვის ზრდამ გამოიწვია ალბათ ის ფაქტიც რომ გაჩნდა პროგრამები, ე.წ მეთოდები თუ როგორ შევისწავლოთ ინგლისური ენა უფრო სწრაფად.
ამ ბლოგს აქვს მრავალი შესაძლებლობა მხოლოდ თქვენთვის
ამ ბლოგს აქვს მრავალი შესაძლებლობა მხოლოდ თქვენთვის
რატომ არის ინგლისური სიტყვების სწავლა რთული ?
ინგლისური არის პოლისემიური ენა, რაც ნიშნავს იმას რომ ერთსა და იმავე სიტყვას აქვს ერთზე მეტი მნიშნველობა, ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება სიტყვას 5-6 სხვადასხვა მნიშნველობაც კი ქონდეს. პოლისემიური სიტყვის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ trip, ყველამ ვიცით, რომ trip - ნიშნავს ხანმოკლე მოგზაურობას, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ trip ასევე ნიშნავს წაქცევას ან წაბორძიკებას. Trip-ს ეძახიან იმ მდგომარეობას, რომელსაც ნარკოტიკის მიღება იწვევს, მაგ. ჰალუცინაციები.
ინგლისურში ერთი და იმავე სიტყვა შეიძლება სხვადასხვა მეტყველების ნაწილებს მიეკუთვნებოდეს. მაგალითად, სიტყვა შეიძლება არსებითი სახელიც იყოს და ზმნაც, მაგ: dust - როგორც არსებითი სახელი ნიშნავს მტვერს, ხოლო როგორც ზმნა ნიშნავს მტვრის გადაწმენდას. საქმეს ისიც ართულებს, რომ ზოგჯერ სიტყვას, სხვა მნიშნველობა აქვს როცა არსებითი სახელია, ხოლო აბსოლუტურად განსხვავებული მნიშნველობა აქვს, როცა ზმნაა. მაგ. Book, როგორც არსებითი სახელი ნიშნავს წიგნს, ხოლო როგორც ზმნა, to book - ნიშნავს დაჯავშნას.
ინგლისურ ენაში გვხვდება ფრაზული ზმნები და იდიომები, მათი მნიშნელობის გამოცნობა კი საკმაოდ რთული და ზოგჯერ შეუძლებელიც კია. მაგ. Go - ნიშნავს წასვლას, მაგრამ ფრაზული ზმნა go off -ის ერთ-ერთი მნიშნველობაა აფეთქება. იდიომა - a piece of cake - სიტყვა სიტყვით ნიშნავს ნამცხვრის ნაჭერს, მაგრამ როგორც იდიომა ნიშნავს ძალიან ადვილს.
(spelling) და ბოლოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე, ინგლისურში სიტყვები იწერება სხვანაირად და იკითხება სხვანაირად, ამიტომაც შეიძლება სიტყვის სწორად წარმოთმქა იცოდეთ, მაგრამ არ იცოდეთ მისი სწორად დაწერა, თუ ინგლისურად გიწევთ წერა ან გამოცდას აბარებთ სიტყვების სწორად დაწერის ცოდნა ისეთივე მნიშნველოვანია თქვენთვის, როგორც სიტყვების დამახსოვრება.