განსაზღვრული არტიკლი ინგლისურში
The არტიკლი არის განსაზღვული. იგი გვიჩვენებს, რომ მხედველობაშია არა რომელიმე, არამედ განსაზღვრული პირი ან საგანი.
Give me the book.
The არტიკლი გვიჩვენებს, რომ მე მინდა ვითხოვო არა რომელიმე წიგნი, არამედ სწორეს ის წიგნი, რომელიც მაგალითად მაგიდაზე დევს.
The არტიკლი იხმარება როგორც მხოლობითში ასევე მრავლობით რიცხში (თვლად არსებით სახელებთან). უთვლად არსებით სახელებთან იხმარება იმ შემთხვევაში თუ დაკონკრეტებულია ეს უთვლადი სახელი. მაგ, I like milk. (მე მიყვარს რძე) მაგრამ The milk in my glass smells awful. -რძეს ჩემ ჭიქაში საშინელი სუნი აქვს.
The განსაზღვრული არტიკლი გამოიყენება:
როცა თხრობა გრძელდება რომელიმე საგანზე ან პიროვნებაზე: Jack has got a cat. The cat is black and white.
იმ არსებითი სახელების წინ, რომელებიც გამოხატავენ ერთადერთ საგანს.
the sky
the moon
the earth
The sun is a star. The moon goes round the earth every 27 days.
ოკეანეების, ზღვების, მდინარეების, არხების, (მაგრამ არტიკლი არ იხმარება ტბების სახელწოდებებათა წინ. )
The Atlantic Ocean; The Black Sea; The Thames; Table Rock Lake
მთაგრეხილებისა და უდაბნოების სახელწოდებათა წინ. გაითვალისწინეთ, რომ არტიკლი არ იხმარება ცალკე მდგომ მთების სახელწოდებებთან. მაგ, Mount Everest. The Alps.
განსაზრვრული არტიკლი გამოიყენება კუნძულთა ჯგუფებთან, თუმცა არ გამოიყენება ცალკე მდგომ კუნძულებთან. the Hawaiian islands, Madagascar etc.
იმ ქვეყნების სახელწოდებათა წინ, რომლებიც შეიცავს სიტყვებს States, Kingdom, Republic. მრავლობით რიცხვში მდგარ ქვეყნებთან: The Philippines-ფილიპინები, The Netherlands-ნიდერლანდები. დანარჩენი ქვეყნების სახელოწდებათა წინ არტიკლი არ იხმარება. არტიკლი ასევე არ იხმარება ქალაქების, სოფლების სახელწოდებათა წინ არც კონტინენტების სახელწოდებათა წინ.
The United States of America; The United Kingdom; The Caucasus; Russia, America, France. /juːˈnaɪt/
ინსტრუმენტთა და ცეკვათა სახელწოდებათა წინ, მაგრამ არტიკლის საერთოდ არ იხმარება თამაშების და სპორტის (სპორტული თამაშების) სახელწოდებათა წინ:
He plays the guitar
He plays the piano.
The Tango. /
He plays chess. ჭადრაკი.
ოჯახის სახელწოდებასთან: The smiths (სმიტები); ერვონებებთან რომლებიც ბოლოვდებიან -sh, ch- ან -ese (The Spanish). დანარჩენი ერვონებები შეგვიძლია ვიხმაროთ the არტიკლის გარეშეც.
წოდებებთან: (The queen, The king, The Prime Minister). მაგრამ თუ წოდებას კერძო პირის სახელი მოსდევს მაშინ The არტიკლს აღარ ვხმარობთ. მაგ. The king, მაგრამ King George.
აღმატებით ფორმაში მყოფ ზედსართავ სახელებთან (the most interesting) და ზმინზედებთან. მაგრამ თუ most-ს მოყვება არსებითი სახელი, მაშინ განსაზრვრულ არტიკლს აღარ ვიყენებთ. Most students start school at 9:00 am.
შემდეგ სიტყვებთან: day, morning, afternoon, evening. მაგრამ at night, at noon, at midnight, by day/night.
ისტორიულ პერიოდებთან და მოვლენებთან (The French Revolution, The Bronze Age) მაგრამ World War II.
სიტყვებთან only, last და first (როცა როგორც ზედსართავი სახელები ისე გამოიყენებიან)You are the only one who supports me.
როცა თხრობა გრძელდება რომელიმე საგანზე ან პიროვნებაზე: Jack has got a cat. The cat is black and white.
იმ არსებითი სახელების წინ, რომელებიც გამოხატავენ ერთადერთ საგანს.
ოჯახის სახელწოდებასთან: The smiths (სმიტები); ერვონებებთან რომლებიც ბოლოვდებიან -sh, ch- ან -ese (The Spanish). დანარჩენი ერვონებები შეგვიძლია ვიხმაროთ the არტიკლის გარეშეც.
წოდებებთან: (The queen, The king, The Prime Minister). მაგრამ თუ წოდებას კერძო პირის სახელი მოსდევს მაშინ The არტიკლს აღარ ვხმარობთ. მაგ. The king, მაგრამ King George.
აღმატებით ფორმაში მყოფ ზედსართავ სახელებთან (the most interesting) და ზმინზედებთან. მაგრამ თუ most-ს მოყვება არსებითი სახელი, მაშინ განსაზრვრულ არტიკლს აღარ ვიყენებთ. Most students start school at 9:00 am.
შემდეგ სიტყვებთან: day, morning, afternoon, evening. მაგრამ at night, at noon, at midnight, by day/night.
ისტორიულ პერიოდებთან და მოვლენებთან (The French Revolution, The Bronze Age) მაგრამ World War II.
სიტყვებთან only, last და first (როცა როგორც ზედსართავი სახელები ისე გამოიყენებიან)You are the only one who supports me.
ნულოვანი არტიკლი ინგლისურში
Zero Article-ანუ ნულოვანი არტიკლი. ე.ი. ის შემთხვევები, როდესაც არტკიკლი არ გამოიყენება.
არტიკლი არ გამოიყენება:
როგორც ვიცით the არტიკლი გამოიყენება, როგორც მხოლობით რიცხვში მდგარ, ასევე მრავლობით რიცხვში მდგარ არსებით სახელებთან. I’ve received the letters-წერილები მივიღე. ამ შემთხვევაში საუბარია იმ კონკრეტულ წერილებზე, რომლებიც მე მივიღე. მაგრამ როდესაც მრავლობით რიცხვში მდგარი არსებითი სახელი გამოიყენება ზოგადი მნიველობით მაშინ არტიკლს არ ვიყენებთ. Letters are sent everyday-წერილები ყოველდღე იგზავნება. აქ არ ვსაუბრობთ, რომელიმე კონკრეტულ წერილზე, აქ ზოგადად წერილებზეა საუბარი.
უთვლად არსებით სახელებთან. იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც ისინი კონკრეტული მნიშნველობით იხმარებიან. მაგ, I like milk. (მე მიყვარს რძე) მაგრამ The milk in my glass smells awful. -რძეს ჩემ ჭიქაში საშინელი სუნი აქვს.
ადამიანის სახელებთან Nick, Tom
არტიკლი არ გამოიყენება მაშინაც, როდესაც არსებით სახელს წინ უსწრებს კუთვნილებითი ნაცვალსახელები. My book და არა my the book ან my a book.
სოფლების, ქალაქების, ქვეყნების, კონტინენტების სახელწოდებათა წინ.
თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ქალაქებთან გამოიყენება განსაზღვრული არტიკლი. კერძოდ იმ ქვეყნების სახელწოდებათა წინ, რომლებიც შეიცავს სიტყვებს States, Kingdom, Republic. მრავლობით რიცხვში მდგარ ქვეყნებთან: Philippines-ფილიპინები, Netherlands-ნიდერლანდები.
თამაშების სახელწოდებათა წინ: He plays chess; He plays football.
ზოგიერთ გეოგრაფიულ სახელებთან: არ გამოიყენება ტბებთან, ცალკე მდგომ მთებთან და ცალკე მდგომ კუნძულებთან. Mount Everest, Madagascar, Table Rock Lake
როგორც განსაზღვრულ არტიკლზე საუბრისას აღვნიშნეთ the არტიკლი გამოიყენება იმ არსებითი სახელების წინ, რომლებიც გამოხატავენ ერთადერთ საგანს. მაგ, the earth-დედამიწა, მაგრამ არტიკლი არ გამოიყენება დანარჩენ პლანეტებთან. Venus- ვენერა, Mars-მარსი.
კვირის დღეებთან, თვეებთან, სეზონებთან, წლებთან. თუმცა არ დაგავიწყდეთ, in the morning/afternoon/evening.
არტიკლი არ გამოიყენება ქუჩების, აეროპორტების და ჟურნალების სახელწოდებებთან.
არტიკლი არ გამოიყენება ქუჩების, აეროპორტების და ჟურნალების სახელწოდებებთან.
No comments:
Post a Comment