გაერთე/გაიგე მეტი



იდიომები ორიგინალურად ხელის თხოვნისათვის

რომში პატარძლის კორსეტი გაკვანძული იყო, ქორწილის დღეს კი სიძეს უნდა გაეხსნა ეს კვანძი. ხოლო კელტებთან საქორწინო ცერემონიისას პატარძლისა და სიძის ხელების თოკით კრავდნენ. სწორედ, რომელიმე ამ ტრადიციიდან მომდინაერეობს იდიომა tie the knot - რაც დაქორწინებას, ხოლო სიტყვა სიტყვით - კვანძის შეკვრას ნიშნავს. 


ინგლისურ ენაში იდიომა pop the question ხელის თხოვნას ნიშნავს. ამ ფრაზას 1725 წლიდან იყენებდნენ თუმცა მაშინ რაიმე მნიშნველოვანი შეკითხვის დასმას ნიშნავდა. ხელის თხოვნის მნიშნველობა კი 1826 წლიდან მიიღო.

ინგლისურად fall in love - შეყვარებას ნიშნავს, ამ იდიომას ისტორია ცნობილი არ არის თუმცა ზმნა fall - ხაზს უსვამს იმას, რომ ვინმეს შეყვარება ისეთივე დაუგეგმავი და მოულოდნელია როგორც წაქცევა.

თუ ინგლისური ლექსიკით დაინტერესებული ხართ გადადით აბიტურიენტებისთვის შექმნილ ჩვენს კურსზე https://abi.abz.ge/ და გააკეთეთ სახალისო სავარჯიშოები, რომელთა დახმარებითაც 1000-ზე მეტ სიტყვას ისწავლით.

რა კავშირშია ჰარი პოტერი ფრაზულ ზმნებთან ?

ჰარი პოტერის პირველი ნაწილიჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა პირველად 1997 წლის26 ივნისს გამოვიდამას შემდეგ ამ წიგნის 120 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდადღესგანვიხილავთ ფრაზულ ზმნებსრომლებიც ჰარი პოტერის ამ ნაწილში გვხვდება დაწინდებული up-ისგან შედგება


Grow up - გაზრდა;
Wake up - გაღვიძება
Get up - 
ადგომა  
Hurry up - იჩქარე
Dry up -  მოკეტე
Shut up - მოკეტე
Blow up - აფეთქება
Turn up - გამოჩენა
თუ გინდათ რომ უფრო მეტი ფრაზული ზმნა ისწავლოთ და გააკეთოთ უამრავი სავარჯიშო ამსაკითხთან დაკავშირებით გადადით აბიტურიენტებისთვის შექმნილ კურსზეhttps://abi.abz.ge/ და დაიწყეთ სწავლა ახლავე.

სასაუბრო ინგლისური (ჰელოუინი)

ჰელოუინი, როდესაც ვამბობთ ჰელოუნს ალბათ პირველად თავში მოგვდის ისეთი სიტყვები როგორიცაა witch - ჯადოქარი, pumpkin - გოგრა, ghost - მოჩვენება, vampire-ვამპირი, skull-თავის ქალა,  trick - or - treat რომლის მნიშვნელობაც ბევრმა არ იცის.
ჰელოუინის დღეს, 31 ოქტომბერს, ამერიკაში ბავშვები კარდაკარ დადიან და მასპინძლებს ეუბნებიან ‘trick - or - treat’ ხრიკი თუ ტკბილეული,
ტკბილეულის ჩუქების შემთხვევაში უფროსები ოინებს გადაურჩებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბავშვებისგან უნდა ელოდნენ ისეთ ოინებს როგორიცაა კარზე ზარის დარეკვა და შემდეგ გაქცევა, ბაღში ხეების ტუალეტის ქაღალდებით მორთვა და ა.შ.
რა უნდა ვიცოდეთ ამ დღესასწაულზე? ეს არ არის რელიგიური დღესასწაული. დაახლოებით 2000 წლის წინ ევროპელებს ჯეროდათ, რომ 31 დეკემბერს დედამიწაზე მკვდრები ბრუნდებოდნენ, ადამიანები იცვამდნენ სხვადასხვა კოსტიუმებს, რათა მკვდრები განედევნათ და მათგან დაეცვათ თავი. დღეს კი ამ დღესასწაულს მხოლოდ გართობითი სახის დანიშნულება აქვს.




No comments:

Post a Comment