ინგლისური ყველაზე გავრცელებული ენაა დღევანდელ მსოფლიოში და მას გლობალურ ან მსოფლიო ენასაც უწოდებენ. მართალია, მოლაპარაკეთა რაოდენობის მიხედვით, ყველაზე დიდია ჩინური ენა, მაგრამ მას მშობლიურ ენად, უმთავრესად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეები მიიჩნევენ.
სავარაუდოდ, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი 380 მილიონს აღემატება. აქედან მოლაპარაკეთა ნახევარზე მეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთის კუნძულებზე, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ბრიტანეთის ყოფილ კოლონიებში ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, დაახლოებით 360-370 მილიონ ადამიანზე მეტისთვის ინგლისური მეორე ენაა, რომლის შესწავლის აუცილებლობაც განპირობებულია ცალკეული ქვეყნების: ინდოეთის, პაკისტანის, ნიგერიის, კენიისა და სხვა სახელმწიფოების მრავალენოვნებით. ამ ქვეყნებში ინგლისური ზერეგიონალური კომუნიკაციის საშუალებას წარმოადგენს და, შესაბამისად, მეორე ოფიციალური ენაა.
მრავალი ქვეყნის სკოლებში, სადაც ინგლისური არც პირველი და არც მეორე სახელმწიფო ენა არაა, მას სწავლობენ პირველ უცხო ენად, მეორე ან მესამე უცხო ენის დაწყებამდნენ. მეორე და მესამე ენები, შესაძლოა, სხვადასხვა იყოს, მაგრამ ინგლისურს ყოველთვის სწავლობენ პირველი უცხო ენის სახით.
ინგლისური ენა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ძირითადი ოფიციალური ენაა, ასევე — საერთაშორისო თემატური კონფერენციების სამუშაო ენაც.
ქვეყნები ოფიციალური სტატუსით
ამერიკის შეერთებული შტატები (210 მლნ)
- დიდი ბრიტანეთი (55 მლნ)
- კანადა (17.1 მლნ) — ფრანგულთან ერთად
- ავსტრალია (15.7 მლნ)
- ახალი ზელანდია (3.2 მლნ) — მაორულთან ერთად
- სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (3.5 მლნ) — სხვა 11 ენასთან ერთად
- ირლანდია (2.6 მლნ) — ირლანდიურთან ერთად
- ინდოეთი (მეორე ენა — 11 მლნ) — სხვა 15 ენასთან ერთად
- ბაჰამის კუნძულები
- ბელიზი — იამაიკურ-კრეოლურთან და ესპანურთან ერთად
- ბოცვანა
- გაიანა
- გამბია
- ზამბია
- კენია — სუაჰილისთან ერთად
- კირიბატი — კირიბატულ ენასთან ერთად
- ნიგერია — იგბო, იორუბასა და ჰაუსასთან ერთად
- პაკისტანი — ურდუსთან ერთად
- პაპუა-ახალი გვინეა — ტოკ-პისინსა და მოტუსთან ერთად
- სინგაპური — მალაიურთან, თამილურთან და ჩინურთან ერთად
- ფილიპინები — ფილიპინურთან ერთად
- ფიჯი — ფიჯისა და ჰინდისთან ერთად
No comments:
Post a Comment