საინტერესო ფაქტები


            
იცოდით თუ არა რომ, სიტყვა „enneacontakaienneagon“ არსებობს ინგლისურ ენაში? არის თუ არა სიტყვა actuallyსიტყვა? და ფიქრობთ, რომ „supercalifragilisticexpialidocious“ წარმოთქმა ძალიან რთულია? რეალურად, ეს სიტყვა „enneacontakaienneagon“ ისეთივე უცნაურია როგორც მისი მნიშვნელობა, ეს ნიშნავს 99 კუთხოვან გეომეტრიულ ფიგურას, ქართულად ალბათ ასე იქნებოდა „ოთხმოცდაცხრამეტკუთხედი“.
სხვა ენებთან შედარებით, ინგლისური შეიძლება მარტივი ჩანს, მაგრამ ეს ალბათ იმიტომ, რომ უმეტესი ხალხი არ ათვიცნობიერებს თუ ეს ენა როგორ სავსეა გიჟური გამოგონებებით, მცდარი განმარტებებით, შეცდომებით, უცნაური სიტყვებით და უსარგებლო სიტყვებით.
მოდი გადავხედოთ  ინგლისური ენის საინტერესო ფაქტების ტოპ-ათეულს:
1. “I am” – არის უმოკლესი დასრულებული წინადადება ინგლისურ ენაში.
2. პანგრამა (პანგრამული წინადადება) „A pangram“ არის წინადადება რომელიც შეიცავს ენაში არსებულ ყველაასოს.
მაგალითად: “The quick, brown fox jumps over the lazy dog” არის პანგრამა.
3. Supercalifragilisticexpialidocious (*ამოისუნთქეთ*) არ არის ყველაზე გრძელი სიტყვა ინგლისურ ენაში.
ეს დამატებითი სიტყვა (რომელიც დაახლოებით “ფანტასტიურს” ნიშნავს) გამოგონილ იქნა კინოფილმისთვის, და ინგლისურ ლექსიკონებშიც აღმოჩნდა. რაც ალბათ აქამდე არ იცოდით, არსებობს ამ სიტყვაზე კიდევ უფრო გრძელი სიტყვა „Pneumonoultramicroscopicsilicovolcanoconiosis არის ფილტვების დაავადების სახეობა რომელიც გამოწვეულია ფერფლისა და მტვერის ჩასუნთქვით. აბა სცადეთ და გამოთქვით.
4. „აჩრდილი სიტყვები“ – „ghost words”, რომელთაც მნიშვნელობა არ აქვთ ლექსიკონში.
დაიჯერებთ თუ არა, არსებობს რამდენიმე სიტყვა, რომლებიც გამოჩდნენ ლექსიკონებში ბეჭდვითი შეცდომების გამო და არ აქვთ ნიშვნელობა. სიტყვა „dord” ლექსიკონში გხვდებოდა რვა წლის განმავლობაში, მეოცე საუკუნის შუა წლებში. მას ეწოდა „აჩრდილი სიტყვა“.
5. უმოკლესიუძველესი და ყველაზე ხშირად გავრცელებული სიტყვა არის „I” (მე).
შუა საუკუნეების ხელნაწერებმა გამოავლინა, რომ ზოგიერთი უძველესი სიტყვა ინგლისურ ენაში იყო “I,” (მე) “we,” (ჩვენ) “two,” (ორი) და “three” (სამი). რაც ცხადყოფს, რომ სიტყვა „I” (მე) უმოკლესი და უძველესი, ისევე როგორც ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვაა ინგლისურ საუბრებში.
6. ახალი სიტყვა ემატება ლქსიკონს ყოველ ორ საათში.
ამ წუთსა და თქვენს შემდეგ სადილობამდე, ახალი სიტყვა დაემატება ლექსიკონს. წლის განმავლობაში დაახლოებით 4000 ახალი სიტყვა ემატება ინგლისურ ლექსიკონს. ასე რომ, თუკი დისერტაციის დროს კომიტეტის ყურადღების მიპყრობას შეეცდებით, ეცადეთ დაამატოთ პროექტს რამდენიმე ახალი სიტყვა.
7. „ყავარჯენი სიტყვები“ (Crutch Words) – ეს ის სიტყვებია რომელთაც ხშირად ვიყენებთ.
სიტყვებს, რომელთაც მუდმივად ვიყენებთ მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები რაიმე ღირებული მნიშვნელობის მატარებლები არ არიან ეწოდება „ყავარჯენი სიტყვები“ (Crutch Words). მაგალითად, „Then I was like, OMG, then like, he went there, and like…” აშკარაა, რომ “like” ყავარჯენი სიტყვაა. “actually,” “honestly,” და “basically” ასევე ფართოდ გავრცელებული ყავარჯენი სიტყვებია.

8. Swims იქნება swims მაშინაც კი თუკი ამ სიტყვას ამოვატრიალებთ.
ასეთ სიტყვებს ვუწოდებთ ამბიგრამებს (ambigrams).

9. ინგლისური საჰაერო ენაა.
რაც ნიშნავს, რომ ყველა პილოტთან დასაკავშირებლად გამოიყენება ინგლისური ენა მათი წარმომავლობის მიუხედავად.
10. სიტყვა “girl” ძველად გამოიყენებოდა პატარა ბიჭის ან გოგოს მნიშვნელობით.
ეს სიტყვა არ მიგვითითებდა უშუალოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენელზე. „girl”-ს ქონდა „ბავშვის“ ან „ახალგაზრდა ყმაწვილის“ მნიშვნელობა სქესის მიუხედავად.

11. დღესდღეობით ინგლისური ყველაზე უხვსიტყვიან ენას წარმოადგენს და დაახლოებით 800 000 სიტყვას იტევს. თუმცა ამ ენაზე მოსაუბრეთა უმეტესობის ლექსიკური მარაგი შემოიფარგლება 12 000 – 20 000 სიტყვასგან. ცნობილი ფაქტია ისიც, რომ თუკი ინგლისურად 1500–2000 სიტყვა იცი, შესაძლებელია მოყვე და განმარტო ამბავი ან ფაქტი.
ინგლისური ენა 400 000 ადამიანისთვის მშობლიური, 1 მილიარდისთვის კი მეორეძირითადი სასაუბრო ენაა. მიუხედავად ამისა, გავრცელების მიხედვით მსოფლიოში მესამეა, ჩინურისა და ესპანურის შემდეგ.
12. ინგლისურის ენაში დღემდე გამოიყენება უძველესი სიტყვები, რომელებიც თითქმის 14 000 ათასი წლისაა და წარმოშობილია ძველი ინდოევროპული ოჯახისგან. ასეთი სიტყვებად ითვლება: (apal), bad (bad), gold (gold).
13. პირველი ინგლისური ენის ლექსიკონი უკვე 400 წლისაა.ის დაუწერია ვინმე რობერტ კოდრის, ჩვეულებრივ სკოლის პედაგოგს 1604 წელს და დაურქმევია „«A Table Alphabeticall» (ჩამონათვალი ანბანურად).
388319_154957777944242_492531850_n
14. სიტყვა „set“ გააჩნია 400–ზე მეტი მნიშვნელობა
15. სიტყვა „almost“ – ყველაზე დიდი სიტყვაა, რომლის ასოები განლაგებულია ანბნური წესრიგით.
16. „dreamt“ – ერთადერთი სიტყვაა ინგლისურად, რომელიც მთავრდება მსგავსი კომბინაციით: „mt“;
17. ინგლისურ ენას არ აქვს სიტყვა, რომელიც ერითმება შემდეგ სიტყვებს: «month», «orange», «silver» და „purple“;
18. „screeched“ – ყველაზე დიდი სიტყვაა ინგლისურ ენაში, რომელიც შედგება ერთი მარცვლისგან.

165901_262244447215574_705556217_n
19. ვერცერთ სხვა ინგლისურ სიტყვაში ვერ იპოვით დაბოლავებას „gry“, გარდა ორი გამონაკლისისა: „hungry“ და „angry“
20. Oxford English Dictionary–ის მიხევით ყველაზე დიდი სიტყვა ინგლისურში არის: «pneumonoultramicroscopicsilicovolcanokoniosis». ის შედგება 45 ასოსგან.
21. ინგლისურ ენაში კონტინენტების სახელწოდებები მთავრდება იმ ასოზე, რომლითაც იწყება.
22. ინგლისურ ენაში არსებობს წინადადება, რომელიც შედგება 8 მსგავსი სიტყვისგან (ომონიმებისგან) და გრამატიკულად სრულიად
გამართულია. ეს არის: Buffalo buffalo Buffalo buffalo buffalo buffalo Buffalo buffalo. ეს წინადადება თარგმანში შეიძლება ასე ითარგმნოს: „ბიზონი ბაფალოდან, ბაფალოს სხვა ბიზონებისგან შეშინებულები, აშინებენ ბაფალოს ბიზონებს“.
23. მანამ, სანამ თქვენ ამ ტექსტს კითხულობთ, მსოფლიოს მასშტაბით 700 მილიონი ადამიანი ინგლისურ ენას სწავლობს

No comments:

Post a Comment